პედიატრიული მასაჟი ( 2 თვიდან 13 წლამდე)

კატეგორია - სამედიცინო მასაჟი
ბავშვის განვითარება უწყვეტი  პროცესია  და მისი აღქმა  გარესამყაროს მიმართ არსებითად განსხვავებულია  ზრდასრულისაგან. სწორედ ამიტომ  აუცილებელია  ბავშვის ორგანიზმზე  დამატებითი ზემოქმედება  რათა  უკეთესად მოხდეს  ორგანიზმის  ადაპტირება  გარემოსთან. ხშირ შემთხვევაში  მშობლებლები ბავშვებს პროფესიონალურ მასაჟის კურსს უტარებენ   განვითარების  დარღვევის  ან ჩამოყალიბებული პათოლოგიების  შემთხვევაში.
უნდა   აღინიშნოს  რომ  ეს მიდგომა  მცდარია , რადგან   პროფილაქტიკური მასაჟი  ემსახურება დაავადების  რისკის  აღმოფხვრას.  ახალშობილობის ასაკში  მასაჟით თერაპია  შეუცვლელია. ამ პერიოდში სპეციალური ვარჯიშებისა და  მასაჟის კომპლექსური
გამოყენება  ხელს უწყობს  ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური და  ფიზიკური
რეზერვების გახსნას და სტიმულირებას, რაც გამოიხატება ,იმით რომ  ბავშვი დროულად სწავლობს  თავის დაჭერას , გადაბრუნებას მუცლიდან ზურგზე და ზურგიდან მუცელზე, ასევე ჯდომას,   დგომასა  და სიარულს. ბავშვი  ხდება  აქტიური როგორც  ფიზიკურად ასევე ინტელექტუალურად. სწორად  იწყებს  ჩამოყალიბებას მეტყველების აპარატი.  პროფესიონალი  ექიმი რეაბილიტოლოგის  მიერ ჩატარებული მკურნალობის კურსის შემთხვევაში შედეგი  მშობლებისთვის  თვალსაჩინოა უკვე 3  მასაჟიდან.
13.10.2015