ინსულტის რეაბილიტაცია მასაჟით

კატეგორია - სამედიცინო მასაჟი

გავუხანგრძლივოთ  სიცოცხლე თქვენს  საყვარელ ადამიანს - ეს ჩვენიმიზანია!

კლინიკა „ენდორფინის“   პროფესიონალი რეაბილიტოლოგები,   გამოძახებიდან 15 წუთში თქვენს გვერდით. ჩვენ  დაგეხმარებით სიცოცხლის განახლებისკენ სწრაფვაში. გაითვალისწინეთ დროული  მომართვა = სწრაფ შედეგს!

ინსულტი თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა (სისხლჩაქცევა და სხვა), რომელიც იწვევს თავის ტვინის ქსოვილების კვდომას.

მკურნლობა

ინსულტის მკურნალობა მოიცავს, სისხლძარღვების თერაპიას, იმ პრეპარატების გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ტვინში მეტაბოლიზური პროცესების გაუმჯობესებას, ჟანგბადის თერაპიას, აღდგენით მკურნალობას, ან რეაბილიტაციას :სამკურნალოფიზკულტურა, ფიზიოთერაპია, მასაჟი .

რაც უფრო დროულად მოხდება მასაჟით მკურნალობა მით სწრაფი იქნება  პაციენტის  რეაბილიტაციის პერიოდი. მასაჟის კურსი როგორც წესი ინიშნება  ინსულტის შემდეგ პირველივე თვეს. იშემიური ინსულტის დროს ინიშნება 2-4 დღის შემდეგ, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის შემდეგ 6-8 დღიდან. კურსი შედგება 15 – 20 სეანსისგან და განისაზღვრება ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე. სიხშირე- დღეში 1 ჯერ ან დღე-გამოშვებით. ხანგრძლივობა- 40 წუთი.
მასაჟი და  სამკურნალო ვარჯიშები ინსულტის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში:
აღადგენს ნერვული სისტემის სტიმულირებას
აღადგენს  კუნთოვანი სისტემის  სტიმულირებას
ხსნის სპასტიკას( დაჭიმულობას)
ხდება თავის ტვინის,  სარეზერვო ქსოვილების  სიცოცხლისუნარიანობის   აღდგენა.
ორგანიზმს უზრუნველყოფს  ჟანგბადის ნაკადით.
უზრუნველყოფს  ქსოვილების ტროფიკას.(კვებას).

ცოტა რამ   ინსულტის  შესახებ:
ინსულტი შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინის მკვებავი ამა თუ იმ სისხლძარღვის (სისხლძარღვების) დახშობით (იშემია), ან გაგლეჯვით (სისხლჩაქცევა - ჰემორაგია).

განასხვავებენ ინსულტის 2 სახეს: ჰემორაგიულს, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვის გაგლეჯითა და სისხლჩაქცევით და იშემიურს, რომელიც განპირობებულია სისხლძარღვის დახშობით.
ინსულტი ყველზე ხშირად ვითარდება ისეთი დაავადებების ფონზე როგორიცაა: ჰიპერტონია და გულის დაავადებები (მოციმციმე არითმია, მანკები, პაროქსიზმული ტაქიკარდია), გულის უკმარისობა, ცერებრალური ათეროსკლეროზი.
იშემიური ინსულტის დროს სისხლძარღვის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს: კისრის მსხვილი სისხლძარღვების შევიწროების ადგილზე ( სისხლძარღვთა ხანგრძლივი სპაზმი).

ჰემორაგიული ინსულტი განსხვავდება იშემიურისგან იმით, რომ ჰემორაგიული ინსულტი ვითარდება მაღალი არტერიული წნევის ფონზე, რომლის დროსაც სკდება სისხლძარღვი, ვინაიდან არტერიის კედელი ათეროსკლეროზის დროს არათანაბარი სისქისა და ზოგ ადგილასგათხელებულია. სისხლის დიდი წნევის გამო ხდება ტვინის ქსოვილების ერთმანეთისაგან დაშორება, წარმოქმნილ სივრცეებში კი ჩაედინება სისხლი და ასე წარმოიქმნება ჰემატომა. სისხლჩაქცევა, ასევე, შეიძლება
მოხდეს ანევრიზმის გახეთქვის დროსაც. ხშირად ხდება სისხლის ჩაღვრა ტვინის გარსებში, რასაც სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა ეწოდება. ასეთი სისხლჩაქცევა ვითარდება უმეტესად 40 წლამდე ასაკში. პაციენტს აღენიშნება თავში დარტყმის შეგრძნება, რომელიც ხანჯლის ჩარტყმით მიყენებულ უეცარ ტკივილს გავს. თავის ძლიერმა ტკივილმა შეიძლება განავითაროს გულყრა, მაგრამ, როგორც წესი, ადამიანი გონებას არ კარგავს. ავადმყოფი გრძნობს სისუსტეს, ტკივილისგან კვნესის, თავზე ხელები აქვს შემოჭდობილი, ხშირიად აღინიშნება გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მაგრამ ჰემორაგიული ინსულტისაგან განსხვავებით, ასეთ პაციენტს, არ უვითარდება დამბლა.
იშემიური ინსულტი ჰემორაგიულზე უფრო ვერაგია. თავდაპირველად იშემიური ინსულტის ნიშნები მკვეთრად არ არის გამოხატული, ისინი ვითარდებიან თანდათანობით. ჰემორაგიული ინსულტის დროს გამოვლინებები უფრო ძლიერია: არტერიული წნევის კრიზის ფონზე ძლიერდება თავის ტკივილი, რომელიც თავიდან აღინიშნება თავის ერთ ნახევარსფეროში.

თუ სისხლჩაქცევა ვითარდება ტვინის ღეროში ადამიანი გონზე მოუსვლელად იღუპება დააახლოებით 2 დღეში. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, უმეტესად, ვითარდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ: სიმძიმეების აწევის, მუხლზე ჯოხის გადატეხვის მცდელობისა და ნერვული სტრესის დროს, რომელსაც თან ახლავს არტერიული წნევის მომატება.
ხევარზე და შემდგომ, ავადმყოფი კარგავს გონებას, სახე ხდება მონაცრისფრო ან მოწითალო, სუნთქვა ხმაურიანი, ხშირია ღებინება. ასეთი ინსულტის დროს ხშირად ვითარდება გულყრა, პათოლოგიური პროცესი ვითარდება სხეულის ერთ მხარეს, თვალის გუგა გაფართოებულია სისხლჩაქცევის მხარეს. როდესაც ავადმყოფი გონზე მოდის, მას აღენიშნება კიდურების დამბლა ან პარეზი. ეს თუ მარჯვენა კიდურების მხარეა, ირღვევა მეტყველება (აფაზია), თუ მარცხენა - შეინიშნება ფსიქიკური აშლილობა (არ ახსოვს ასაკი, სად იმყოფება, ვერ ცნობს ნათესავებს, თავს თვლის ჯანმრთელად და ა.შ.). იშემიური ინსულტის დროს აღინიშნება თავის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია თავის მოხრა ისე, რომ ნიკაპი დაედოს მკერდს (კისრის კუნთების რიგიდობის გამო) და ფეხის კუნთების რიგიდობა - შეუძლებელია ფეხის აწევა (ფეხის კუნთების დაჭიმულობის გამო). ეს მოვლენები გამოწვეულია ტვინის გარსებში სისხლჩაქცევით, ამ სინდრომებს ეწოდება მენინგეალური სინდრომი.
ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დაზიანება უფრო საშიშია. იმის მიხედვით თუ რომელ მხარესაა დაზიანება, ვითარდება სისუსტე ან ხელში, ან ხელსა და ფეხში ერთდროულად. ცალ მხარეს აღინიშნება მეტყველების დარღვევა, აფაზია, მხედველობის ნაწილობრივი, ან მთლიანი დაკარგვა. ეს მოვლენები ქრება რამდენიმე წუთში, ან იშვიათად 1 საათში, რომელიც დღეღამის განმავლობაში შეიძლება არაერთხელ განმეორდეს. სასწრაფო დახმარების გამოძახების შემთხვევაში კი ექიმს შეიძლება დახვდეს უკვე “ჯანმრთელი” პაციენტი, რომელსაც 10-15 წუთის წინ არ შეეძლო არც მეტყველება და არც კიდურების მოძრაობა. იმის გამო, რომ შეტევის დროს დაავადების კლინიკური გამოვლინება, უმეტესად, არ აღინიშნება, პაციენტი არ გადაჰყავთ საავადმყოფოში და რჩება სახლში, ხოლო დილით იღვიძებს ტოტალური აფაზიითა და ცალმხრივი დამბლით. თავის ტვინის ტრანზიტორული დაზიანების დროს ავადმყოფი, აუცილებლად, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ეს მდგომარეობა ჯერ კიდევ არ არის ინსულტი, მაგრამ არის საშიშროება იმისა, რომ ინსულტი განვითარდეს და პაციენტი, ამიტომ, უნდა იქნეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის დიაგნოზი ადვილი დასასმელია იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზე გვაქვს მკვეთრად გამოხატული დამბლა, ცნობიერებისა და მეტყველების დარღვევა. დიაგნოზის დასმა უფრო რთულია, როდესაც კლინიკა არ არის მკვეთრად გამოხატული, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, ორივე შემთხვევაში, უნდა იყოს ერთი - ჰოსპიტალიზაცია (თუკი ავადმყოფი არ არის ძალიან ასაკოვანი და არ იმყოფება კომაში).
28.10.2015