სახის კანის და დეკოლტეს ზონის მასაჟი

კატეგორია - დერმატო-კოსმეტოლოგია
შემოდგომა-ზამთრის პერიოდი ყველაზე რთული  გადასატანია სახის კანისთვის, რადგან  სიცივესა და სითბოს ტემპერატურული ცვლილება იწვევს კანის გამოშრობას. ორგანული საკვებისა  და წყლის მიწოდება ფერხდება. შედეგად ვიღებთ უსიცოცხლო და მოშვებულ კანს.
გთავაზობთ როგორც კლასიკურ მასაჟს ასევე  სახის კანის იაპონურ მასაჟს - Zogan Acakhy-რომელიც მდიდარია  ისეთი მოძრაობებითმ, რომელიც მიმართულია კანის გაახალგაზრდავებისკენ. ჩვენი კლინიკის პროფესიონალი კოსმეტოლოგები გთავაზობთ  სახის კანის  და დეკოლტეს ზონის 40 წუთიან მასაჟს  ფრანგული და შვეიცარული მულტივიტამინების  ზეთებით, რაც შესძენს თქვენს კანს ხავერდოვან და  ახალგაზრდულ იერს.
  1. ლიმფატიკური მასაჟი-უზრუნველყოფს ტოქსინების, მავნე ნივთიერებების გამოდევნას  კანქვეშა  შრეებიდან, მათ ადგილას ლაგდება ორგანული ნივთიერებები, წყალი. სახის კანის ეს მიმართულება გარკვეულწილად წარმოადგენს ოქსიგენოთერაპიასაც, რადგან  დერმა ამ დროს მარაგდება ჟანგბადის უხვი ნაკადით. შედეგად კანი იჭიმება, იძენს ელასტიურობას, ქრება შეშუპებები.
  2. სახის კანის ღრმა მასაჟი - ამ დროს ჩართულია მანუალური თერაპიის ილეთები, ვაკუუმის  ქილები, აპარატურული ვაკუუმი, კავიტაცია. ამშვიდებს სახის მუსკულატურას, ახდენს კანზე გამაჯანსაღებელ ეფექტს.კვეთს სახის ოვალს.



ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ -
"ენდორფინი"
03.11.2015