ფოტოეპილაცია კლინიკა ენდორფინში

კატეგორია - ეპილაცია

E-LIGHT- ფოტოლაზერული  ეპილაცია წარმოადგენს სრულ სისტემას, რომელიც მოქმედებს კანის სხვადასხვა უბანზე ჭარბთმიანობის მკურნალობის მიზნით. თმის მოცილების ეს მეთოდი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ, უსაფრთხო და თანამედროვე მეთოდს.

დღეისთვის იგი ითვლება არასასურველი თმების მოშორების ერთ–ერთ ყველაზე თანამედროვე და ეფექტურ საშუალებად. ამ მეთოდის გამოყენების პრინციპი ეფუძნება სხივური ტალღების თმაზე ზემოქმედებას. კანის შერჩეულ, დაახლოებით ხუთი კვადრატული სანტიმეტრის მოცულობის უბანზე სპეციალური მოწყობილობიდან დაასხივებენ სინათლის ხილულსა და მოკლე დიაპაზონის ინფრაწითელ სხივებს, რომლის ფოტონებიც თმის დაშლას იწვევს.

 

პროცედურულად ELOS - ფოტოლაზერული ეპილაცია კეთდება წინასწარ გაპარსულ, ანტისეპტიკურად დამუშავებულ კანზე. I--პროცედურის შემდეგ ცვივა თმის 20% - 30%. თვალსაჩინო ეფექტი მიიღწევა II - პროცედურიდან. ხოლო სრული ეფექტის მისაღწევად საჭიროა საშუალოდ 6-8 პროცედურის ჩატარება 21 დღეში ერთხელ. (გამონაკლისს წარმოადგენს ჰორმონალური დარღვევები, რომლის დროსაც შედეგი უფრო გვიან მიიღწევა).

ELOS- ეპილაციის მოქმედების უპირატესობები სხვა ლაზერულ ეპილაციასთან შედარებით:
  1. აუფერულებს და ეტაპობრივად აქრობს პიგმენტურ ლაქებს.
  2. აახალგაზრდავებს დამუშავებულ ზონას რადიოიმპულსური სიხშირეებით, რომელიც ელასტინისა და კალოგენის წარმოქმნას უწყობს ხელს.
  3. ეხმარება გამონაყრისა და აკნეს ალაგებას. ლაზერის სხივი აღწევს დერმის ზედაპირზე, ანადგურებს ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს.
  4. აცილებს ღია ფერის თმას.
  5. კეთდება გარუჯულ კანზეც. მხოლოდ ეპილაციის შემდგომ 2 კვირის განმავლობაში რეკომენდირებულია მზისგან და სოლარიუმისგან თავის შეკავება.

ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ - "ენდორფინი"
19.10.2015