სახის წმენდა

სახის წმენდა, პილინგი

თანამედროვე  ცხოვრების პირობებში , როცა გვაქვს დაბინძურებული ეკო გარემო, სტრესული ცხოვრების რიტმი  და კვებითი რაციონის დისბალანსი , სახის კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას.

საჭიროა დამატებითი პროფესიონალური   მეთოდით ჰიგიენის დაცვა  და  საკვების მიწოდება სახის კანის ქსოვილებისთვის, იმისათვის რომ  კანმა
დიდხანს შეინარჩუნოს ახალგაზრდული იერი, როგორც ვიზუალურად, ასევე ფუნქციურად.
ღრმა და ზედაპირულ  წმენდას მივმართავთ სახის კანის პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად, ღია ფორების  სამკურნალოდ, წვრილი ნაოჭების საწინააღმდეგოდ.
კანი  პროფესიონალური წმენდის შემდეგ  ფუნქციურად განიცდის რეგენერაციას.
სახის წმენდის  ორი მეთოდი  არსებობს: ზედაპირული და ღრმა.
ზედაპირული   წმენდის დროს   სუფთავდება კანის ზედა შრე  და შორდება ანთებითი კერა.
სხვადასხვა ტიპის კანი  ხვადასხვაგვარად იწმინდება.
კანის ღრმა წმენდის დროს ვწმენდთ კანის შედარებით ღრმა შრეებს სპეციალური ინსტრუმენტების საშუალებით.
ცხიმიანი კანის შემთხვევაში ,  თვეში ერთხელ ან თვენახევარში ერთხელ.
პროცედურების რაოდენობას ვსაზღვრავთ ინდივიდუალურად,  მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით.
პილინგი არის  სახის ზედაპირული შრის დესქვამაცია(აშრევება). ამ დროს სახის   კანს შორდება  გარქოვანებული უჯრედები, რაც ხელს უშლის კანის ქსოვილების ტროფიკას და სუნთქვას.
პილინგის ორი სახე არსებობს:  მექანიკური,  ქიმიური.
მექანიკური პილინგის -დროს  კლუკვით , სკრაბით ან აპარატურული შორდება ვაშორებთ  კანის ზედაპირულ შრეებს .
ქიმიური პილინგის დროს  შორდება  ეპიდერმისის  ღრმა შრეები.
კლინიკა ენდორფინი  იყენებს ევროპული- გერმანული და  ფრანგული პილინგების  ხაზს. შედეგად  კანი იძენს ელასტიურობას,  ხავერდოვნებას და ჯანსაღ იერს.

ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ -
"ენდორფინი"