მეზოთერაპია

მეზოთერაპია
სახის კანის

თანამედროვე მეზოთერაპია ეს არის მიკროდოზებით, უწვრილესი ნემსებით, ინდივიდუალურად პაციენტის პრობლემიდან გამომდინარე შემუშავებული კოქტეილის ზედაპირული შეყვანა (0.5მმ–6მმ). ეს პროცედურა საშუალებას იძლევა აუცილებელი ვიტამინები, ნუკლეინის მჟავები და მინერალებს მივაწოდოთ უშუალოდ დერმას(მეზოდერმას).

კლინიკა  „ენდორფინი“გთავაზობთ მეზოთერაპიის ევროპულ ხაზებს: შვეიცარიული, იტალიური, ინგლისური, ფრანგული,
მეზოთერაპია თქვენს კანს შესძენს    განსაკუთრებულ  სიკაშკაშეს.
პროცედურა  უმტკივნეულოა, რადგან ინექციის წინ პაციენტს უკეთდება სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი მალამო და პროცედურა სრულდება საგანგებოდ მეზოთერაპიისთვის განკუთვნილი ატრავმული მცირე კალიბრის ნემსებით. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ორმაგი ძალებით.

მეზო „კოქტეილის“ მოქმედების შედეგად უმჯობესდება სისიხლის მიმოქცევა,
იშლება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი,
აქტიურდება მეტაბოლიზმისა და რეგენერაციის პროცესები,
შესაძლებელია საჭირო რაოდენობის სითხის შეყვანა.  
კანი შესამჩნევად იჭიმება, სწორდება,
ღებულობს ლამაზ, ჯანმრთლ იერსახეს, 
შესამჩნევად ახალგაზრდავდება, ქრება ნაოჭები,
შესაბამისად თქვენ ხდებით უფრო მიმზიდველი . სამკურნალო მეზოთერაპიულ პროცედურას გააჩნია უნივერსალური მოქმედება და მისი გამოყენება შესაძლებელია მრავალი პრობლემის გადასაჭრელად.



მეზოთერაპიის ჩვენებებია:
  • სახის კანის აკნესა კუპეროზის მკურნალობა;
  • ნაოჭების საწინააღმდეგო;
  • დაჩოფირებული კანის ტონუსის აღდგენა;
  • პიგმენტური ლაქების მოშორება;
  • პრობლემური კანის არაერთგვაროვანი რელიეფის აღდგენა;
  • მშრალი კანის  დანოტივება;


მეზოთერაპია -თმის ცვენის დროს


თმის ცვენის გამომწვევი მიზეზები სახვადასხვაგვარია: ჰორმონალური დისბალანსი, გადატანილი დაავადებები, რკინის, თუთიის მაგნიუმის , სელენის უკმარისობა, სტრესი. მეზოთერაპია ერთ–ერთი ეფექტური მეთოდია დიფუზური, ტელოგენური  ანდროგენული ალოპეციის აღსაკვეთად. შედეგი განპირობებულია არა მხოლოდ ფარმაკოპრეპარატების მოქმედებით, არამედ ადგილობრივად ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებით, მათ შორის სისხლძარღვოვანი რეცეპტორებისა და იმუნოკომპლემენტური უჯრედებისაც. ეს აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს და ააქტიურებს თმის ფოლიკულს. 



ალოპეციის მკურნალობის დროს თმის ცვენიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ უჯრედულ დონეზე იწყება ანთებითი ცვლილებები:  სისხლძარღვები ჯერ ვიწროვდება, შემდეგ ფართოვდება. „მეზოკოქტეილების’’  ბიოლოგიურად აქტიურ მოლეკულებს უნარი აქვთ შეაღწიონ    თმის ფოლიკულში, კანის სტრუქტურაზე და შესაბამისად იწვევს ჯანსაღი,  სტრუქტურულად გაუმჯობესებული ახალი თმის ზრდას. თმა იძენს სიპრიალეს და  მუქდება. მეზოთერაპიის დროს დერმატოლოგები ხშირად  ნიშნავენ დამატებით პრეპარატებს და გარეგან საშუალებებს.




მეზოსლიმი- რევოლუციური გზა  ზედმეტი   კილოგრამების   მოსაშორებლად

პროცედურა  უმტკივნეულოა, რადგან ინექციის წინ პაციენტს უკეთდება სპეციალური ტკივილგამაყუჩებელი მალამო და პროცედურა სრულდება საგანგებოდ მეზოთერაპიისთვის განკუთვნილი ატრავმული მცირე კალიბრის ნემსებით. სამკურნალო ეფექტი მიიღწევა ორმაგი ძალებით.      

MEZO SLIM BODY -გულისხმობს ვიტამინების , მინერალური ნივთიერებებისა და ამინომჟავების კოქტეილის ინექციური გზით კანქვეშ შეყვანას. ამინომჟავების მოქმედებით ხდება ცხიმის დნობა და ორგანიზმიდან გამოდევნა . შედეგი თვალსაჩინოა პირველივე ინექციიდან. MEZO SLIM BODY არის ცელულიტთან ბრძოლის ყველაზე სწორი და ეფექტური გზა. ასევე მოშვებული და მოდუნებული კანის , სტრიების მკურნალობისათვის.  კლინიკა ენდორფინის 


ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ -
"ენდორფინი"