ჩვენ შესახებ

კატეგორია - გვერდები

 

ესთეტიკური მედიცინის ცენტრი „ენდორფინი“ დაარსდა 2015 წლის 30 მაისს
და მას შემდეგ უწევს  მაღალი ხარისხის მომსახურეობას  მომხმარებელს. .
"ენდორფინი" ორიენტირებულია, სილამაზე გახდეს ნებისმიერი ფინანსური მდგომარეობის ადამიანისთვის ხელმისაწვდომი.
ცენტრი სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. აღჭურვილია 2015 წლის გერმანული აპარატურით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური ექიმებით. იგი არის მრავალპროფილიანი.
მოიცავს: დერმატო-კოსმეტოლოგიას,
მასაჟს,
ეპილაციას,
ვიზაჟს.
Tatoo Make Up-ს.

ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდის მიზანია, კლინიკაში მოსულ ყოველ ადამიანს, მიანიჭოს ენერგია და სიჯანსაღე. ხოლო, ბავშვებისთვის, 3 თვიდან 14 წლამდე,  კლინიკაში მოქმედებს  სარეაბილიტაციო მასაჟის პროგრამა.

ასევე, კლინიკაში ფუნქციონირებს  შემსწავლელი კურსები „ENDORPHIN SCHOOL“, სადაც ისწავლება:
მასაჟი,
ვიზაჟი,
კლასიკური კოსმეტოლოგია,
ინექციური კოსმეტოლოგია,
ლაზერული ეპილაცია.

კლინიკის მიზანია საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესისა და თავის მოვლის კულტურის ხელშეწყობაა, როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქოემოციურ დონეზე.

სახელწოდებიდან გამომდინარე, „ენდორფინი“ მომხმარებელს  კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. პროფესიონალთა გუნდი, გულდასმით სწავლობს და ინდივიდუალურად უდგება თითოეული პაციენტის პრობლემას, მის სრულ აღმოფხვრამდე.

ენდორფინი - ბედნიერებისა და სიხარულის ჰორმონების ჯგუფია. ისინი  თავის ტვინში გამომუშავდება და მათ, დაქვეითებული განწყობის ამაღლება და ადამიანის ემოციური მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლიათ. დადებითი განცდები, სისხლში, ენდორფინების დონის მატებას იწვევს. იმისთვის, რომ ორგნიზმში ენდორფინების გამოთავისუფლება გამოვიწვიოთ და თავი ბედნიერად ვიგრძნოთ, არსებობს ისეთი სასარგებლო და სასიამოვნო მეთოდები, როგორიცაა: მასაჟი, სხეულისა და სახის მოვლა, რაც ენდორფინის გამოყოფის ეფექტური სტიმულატორია და სილამაზესთან ერთად, თავდაჯერებასა და თვითკმაყოფილებას  გმატებთ. ამ ყოველივეს მიღება, კლინიკა „ენდორფინში“, ჩვენი სპეციალისტების დახმარებით  შეგიძლიათ.

ეფექტური გარდასახვა სრულყოფილებისკენ!
- კლინიკა „ენდორფინი“

09.10.2015